თეგი: ანდრი ერმაკი

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა. „სსრკ-ის ნამდვილი მკვიდრი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. დავეხმაროთ რუსებს, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირი მის საზღვრებში“, - ამბობს ანდრი იერმაკი. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს „მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება Twitter-ზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.

ერმაკი: ომის შემდეგ უკრაინა უნდა გახდეს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ჩამოყალიბდება ევროპის უსაფრთხოების სისტემა

რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ცენტრი, რომლის ირგვლივ ჩამოყალიბდება უსაფრთხოების ახალი სისტემა ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.  „ომის დასრულების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო უნდა გახდეს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ღერძი, რომლის ირგვლივ ჩამოყალიბდენა უსაფრთხოების ახალი სისტემა ევროპაში“, - განაცხადა იერმაკმა. ცნობილია, როდის წარმოადგენს კიევი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი 29 ან 30 აგვისტოს იქნება წარმოდგენილი.  უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების ჯგუფის პირველი შეხვედრა პირველ ივლისს გაიმართა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი არიან.  

ერმაკი: დროა, ჩვენმა პარტნიორებმა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რეკომენდაციებზე მუშაობას ასრულებს. ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ოცნება გეგმად იქცევა. „ჩვენ შევდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ფაზაში. ფრონტზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.   რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს ამ გარანტიებმა უნდა შექმნას უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპის კონტინენტზე და თავიდან აიცილოს ახალი ომი მის შუაგულში“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, ჯგუფის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ყოვლისმომცველი პროექტი. ერმაკი: ომის შემდეგ უკრაინა უნდა გახდეს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ჩამოყალიბდება ევროპის უსაფრთხოების სისტემა „ეს დოკუმენტი მოიცავს გარანტიების ფართო სპექტრს: სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ სანქციებს. როგორც კი საბოლოო ვერსია მომზადდება, დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეცემა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის“, - აღნიშნა იერმაკმა. უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები უნდა გახდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ნაწილი, კერძოდ, უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს შორის ხელშეკრულებები, ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ყოფილი მინისტრი ვოლკან ბოზკირი ჯგუფს ახალი წევრის რანგაში შეუერთდა.  

ერმაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით შესრულებულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით არის შესრულებული, აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს და რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად დასახელდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი ერმაკის და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ელჩი მაიკლ მაკფოლის თავმჯდომარეობით გაიმართა. ერმაკმა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს და მიულოცა მათ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.  

უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში დაეხმაროს

უკრაინა ისრაელს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი უნდა გახდეს უკრაინის საიმედო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლაში და დროა, გაწყვიტოს კავშირი მზაკვრულ და ბარბაროსულ რუსულ სახელმწიფოსთან. „რუსული პროპაგანდითა და დეზინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში, რამდენიმე უდავო ჭეშმარიტება არსებობს. ერთი რამ ნათელია. ისრაელი და უკრაინა ერთნაირ ომში იბრძვიან, ეს არის ომი ტერორისტების წინააღმდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია უკრაინას სჭირდება მოკავშირეები, რომლებსაც შეეძლებათ და სურთ, გაიზიარონ ჩვენი ტვირთი, რადგან მათ იციან თავისუფლებისა და მშვიდობის ნამდვილი ფასი. როდესაც ებრაელები მთელ მსოფლიოში ფიქრობენ გასულ წელზე, მოგზაურობებზე, ნაკლოვანებებსა და ზრდაზე, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, ასევე დაფიქრდეს და მეტი გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მისი ცხოვრების წესის და ღირებულებების დასაცავად“, - განაცხადა ანდრი ერმაკმა.  

ერმაკი: უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის, ჩვენი კურსი NATO-ს წევრობაა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის და კიევის კურსი NATO-ს წევრობაა. „აღარ არის საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი NATO-ში გაწევრიანებაა. ჩვენი მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გაწევრიანებაა. მხოლოდ გააძლიერებს ალიანსს“, - აღნიშნა ერმაკმა. უკრაინელების 92% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 79% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - კვლევა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარყოფა იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.  

ერმაკი: რუს ტერორისტებს ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლიათ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, ზაპოროჟიეში რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუს ტერორისტებს ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლიათ. მისივე თქმით, „რუსეთის პრობლემა“ „ერთხელ და სამუდამოდ“ უნდა გადაწყდეს. „ეს შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოყენებით. იარაღი, სანქციები, იზოლაცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. მტრის სრული დამარცხება და დევნა. ეს ერთადერთი გზაა", - განაცხადა ერმაკმა. 6 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთის ძალებმა შვიდი რაკეტა ესროლეს ზაპოროჟიეს, რის შედეგადაც ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ერმაკის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი გაზაფხულზე დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს მიაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინაში ომი გაზაფხულზე დასრულდეს.  ერმაკმა ეს განაცხადა ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. ის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვოლოდიმირ გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა. „როგორც ჩანს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა ოცნების გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა მე უფრო რეალისტი ვიქნები", - განაცხადა ერმაკმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 უკრაინელი გათავისუფლდა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 ადამიანი დაიბრუნა. რვა სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთი დაკარგულად ითვლებოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და „გველების კუნძულის“ დამცველები.  „კიდევ ერთი სამხედრო ტყვეების გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ჩვენი ადამიანის გათავისუფლება. მათ შორის არის ოთხი საზღვაო ძალების, ორი ეროვნული გვარდიის, მესაზღვრე და ერთი ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენელი. ასევე არის სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედროებს შორის არის ორი ოფიცერი, ასევე შვიდი რიგითი და სერჟანტი“, - განაცხადა ერმაკმა. ამასთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა გაიხსენა, რომ მიმდინარე კვირაში რუსული ტყვეობიდან 98 უკრაინელი დაბრუნდა. „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით“, - აღნიშნა ერმაკმა.  

ერმაკი: თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად

თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ საერთო მტერი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი წერს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ტექსტს ის ქართულ და უკრაინულ ენებზე აქვეყნებს. „ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა…სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელეა, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი ცხედარია, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე… ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! ზელენსკი ბახმუტის ბრძოლებზე: ყველა, ვინც იქ იმყოფება, იმსახურებს უდიდეს მადლიერებას სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის. თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი - ტიტანების ქალაქია!“, - წერს ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში. აშშ-ის დაზვერვა: საბრძოლო მოქმედებები ახლა უმეტესწილად, ბახმუტის გარშემო და დონეცკის ოლქში მიმდინარეობს

უკრაინამ მშვიდობის ფორმულის სავალდებულო ელემენტის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ისაუბრა, რა აუცილებელ ელემენტს უნდა შეიცავდეს მშვიდობის ფორმულა. ერმაკის განცხადებით, მშვიდობის მისაღწევად, უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს არამხოლოდ ომის დანაშაულის უშუალო ჩამდენებს, არამედ რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო. ვაშინგტონში დისკუსიის დროს, რომლის თემაც იყო „კრიმინალური დევნა უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, ერმაკმა აღნიშნა, რომ „აგრესიის დანაშაული ომის ალფა და ომეგაა“. კრიმინალური და არაპროვოცირებული ომის დაწყება ნიშნავს კარის გახსნას სხვადასხვა დონის ათასობით დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია საომარი მოქმედებების დროს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ერმაკმა. ზელენსკი: ეჭვი არ მეპარება, რომ მშვიდობის უკრაინული ფორმულა განხორციელდება „მშვიდობა უნივერსალური ღირებულებაა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა აფასებთ ამას და არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებონ მშვიდობაზე, როცა ვინმე ანგრევს მას. მაგრამ მშვიდობა შეუძლებელია სამართლიანობის გარეშე. მართლმსაჯულება შეუძლებელია სასამართლოს გარეშე“. სწორედ ამიტომ, ერმაკის აზრით, სამშვიდობო ფორმულის სავალდებულო ელემენტია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა. „ისინიც, ვის თავებშიც აგრესიის ჯოჯოხეთი მომწიფდა, ვინც გასცა ამ კრიმინალური ომის დაწყების ბრძანება და ვინც მოაწყო ტერორი, ასევე უნდა დაისაჯონ. აი რა არის სამართლიანობა. სწორედ ამიტომ, უკრაინა მოგმართავთ თქვენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ძალისხმევას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი რუსული აგრესიის დანაშაულისთვის“, - განაცხადა ერმაკმა. დისკუსია აშშ-ის ორი ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის - შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტისა და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები, წარმომადგენელთა პალატის წევრები, სენატორები და უმსხვილესი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის Human Rights Watch, Open Society და სხვა. შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაეროში გავრცელდა რეზოლუციის პროექტი ნიურნბერგის ფორმის ტრიბუნალთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინაში აგრესიის დანაშაულებზე. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკვე დაიწყო უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება, მაგრამ უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ICC-ს არ შეუძლია კრემლის ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნა უფრო ფართო აგრესიის დანაშაულის გამო.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ „ეს საკითხი მაგიდაზე დევს“. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, საჭიროებისამებრ, ამ საქმეების წარმოება, მაგრამ ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ძალისხმევას მტკიცებულებებისა და ინფორმაციის შეგროვების მიზნით. განიხილებოდა რაღაც სახის დამოუკიდებელი სასამართლოს ან ტრიბუნალის შექმნა. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: მომხდარზე პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბლინკენმა.  როგორც ცნობილია, უკრაინის პარტნიორები მიიჩნევენ, რომ სამხედრო მხარდაჭერა აძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ კუთხით საგულისხმოა აშშ-ის გზავნილი. შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, თუმცა საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. პოდოლიაკმა რუსი სამხედრო დამნაშავეების სპეციალური ტრიბუნალისთვის ადგილი განსაზღვრა მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმა. ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“ რუსეთის პრეზიდენტმა 8 დეკემბერს აღიარა, რომ ომის გახანგრძლივებისთვის ემზადება. რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას, - უფრო ადრე, 7 დეკემბერს, FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე  განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ - ერმაკი

უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე უკრაინულ და ქართულ ენებზე დაწერა. ემაკმა თავის პოსტს გერგეტის სამების ფოტო დაურთო. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.

ანდრი ერმაკი: როგორც ჩანს, ზოგიერთს გორის ტრაგედია დაავიწყდა

საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი Georgian Airways-ისა და რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას ეხმაურება. „ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც გენოციდს, ნაციზმსა და მის ავტორებს თითქოს, ვერ ამჩნევენ და ეს ისტორიული მეხსიერება არ მგონია, ვინმეს მოსწონდეს… თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს ქართველი ხალხი ყოველთვის იჩენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ერთი მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელებს კლავს. ჩვენი ერებისთვის ეს ეგზისტენციალური მტერია. მაგრამ ზოგიერთები, როგორც ჩანს, ცდილობენ, არ შეიმჩნიონ კიევის სარაკეტო დაბომბვები, განადგურებული მარიინკა, ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლულები, გატაცებული ბავშვები… ზოგიერთს, როგორც ჩანს, გორის ტრაგედია დაავიწყდა. შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია. ცრუ პოზიციაა, ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს“, - წერს ერმაკი. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

"გამანადგურებლების კოალიციაში" უკვე რვა ქვეყანა გაერთიანდა - ერმაკი

"მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“ უკვე რვა ქვეყანას მოიცავს და უკრაინა მის გაფართოებაზე მუშაობს.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. "ჩვენ ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის გაფართოებაზე", - განაცხადა ერმაკმა უკრაინული მედიის ცნობით.  უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, რათა საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის ჩამოყალიბება ოფიციალურად, რამშტეინის ფორმატში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე, ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდეს. 

ერმაკი: მადლობა ქართველებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი ქართველი მებრძოლების დაღუპვაზე საუბრობს. ერმაკის სოციალურ გვერდზე ტექსტი ქართულად გავრცელდა. „ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ. ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ შეგახსენებთ, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, საქართველოში პირველ ივლისს ჩამოასვენეს.  

ერმაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. „მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაკავება და ციხეში ყოფნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია“, - წერს ანდრი ერმაკი Twitter-ზე. კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სხდომაში დისტანციურად ჩაერთო. ის პირველი თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო თავის სასამართლო პროცესზე. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.  

ერმაკი: არ არსებობს იმის გარანტია, რომ უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმების დროს, რუსული რაკეტები შემთხვევით არ მოხვდება მეზობელ ქვეყნებში

არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმების დროს, რუსული რაკეტები შემთხვევით არ მოხვდება მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა გააკეთა. ერმაკის თქმით, წუხელ რუსეთმა ლვოვში საცხოვრებელ კორპუსს სარაკეტო დარტყმა მიაყენა, რაც „მორიგი ტრაგედია და ტერორისტული აქტია“. „რუსეთი აწარმოებს რაკეტებს, იყენებს დასავლურ კომპონენტებს, გვერდს უვლის სანქციებს. მისი შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება,“ -  აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, უკრაინას იმაზე მეტი საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა სჭირდება, ვიდრე ახლა აქვს. ერმაკის თქმით, NATO-ში გაწევრიანება იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი მრავალი წლის განმავლობაში.“ „ამის გარეშე, რუსეთის რეჟიმი, თუ ის შეინარჩუნებს მთლიანობას, შეძლებს, გააგრძელოს საჰაერო ტერორი.“ „არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინის ტერორის დროს, არცერთი რუსული რაკეტა არ მოხვდება შემთხვევით მეზობელ ქვეყნებში. NATO პუტინის შიშის გარანტიაა. ისინი მშიშრები არიან, რასაც ფინეთი ამტკიცებს. აუცილებელია ამ ყველაფრის საბოლოოდ შეჩერება“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით „შეცვლის ევროპის ისტორიას და შეინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის გაძლიერებით.“  

უკრაინამ 45 დამცველი და 2 იძულებით დეპორტირებული ბავშვი დაიბრუნა

6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდა 45 დამცველი. „დღეს კარგი ინფორმაციაც გვაქვს. ჩვენ შევძელით ტყვეობიდან დაგვებრუნებინა შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის 45 მებრძოლი და ორი სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები და ასევე დაჭრილი სამხედროები“, - წერს ერმაკი ტელეგრამ არხზე. ირკვევა, რომ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან თანამშრომლობით, შტაბმა ასევე მოახერხა რუსეთის მიერ ადრე დეპორტირებული კიდევ ორი ბავშვის დაბრუნება. მათი დედა, სამხედრო მედიკოსი, რუსული ტყვეობიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. სამთავრობო პორტალის Children of War-ის ცნობით, რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 19 493 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა ან ძალის გამოყენებით გადაასახლა. სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა 2022 წლის 11 მარტიდან რუსეთთან 47 ტყვეთა გაცვლა უზრუნველყო. ამ დროის განმავლობაში რუსული ტყვეობიდან 2576 ადამიანი გათავისუფლდა.  

უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონის სამიტზე - ერმაკი

უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი. „მე მჯერა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტამდე ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ. თუ ყველაფერი ასე წარიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ხელი მოვაწეროთ უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ერმაკის თქმით, "ევროპაში უსაფრთხოების ვითარება უსაფრთხოების გარანტიებზეა დამოკიდებული. „ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ში ჩვენს გაწევრიანებამდე, რაც რჩება მთავარ მიზნად. მათ არ უნდა მისცენ რუსეთს აგრესიის განმეორების შესაძლებლობა". „ვილნიუსის სამიტი მკაფიო გზავნილს უგზავნის რუს აგრესორს: ჩვენს პარტნიორებს არამხოლოდ სჯერათ, არამედ დარწმუნებულნი არიან უკრაინის გამარჯვებაში“, - განაცხადა ერმაკმა. ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია, დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი  

ერმაკი: რუსულ თვითმფრინავებს დასავლური წარმოების ნაწილები ისევ აქვთ, საჭიროა ახალი სანქციები

რუსული დრონი, რომელიც გუშინ ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.   იერმაკმა ირანული წარმოების დრონის ძრავის ფოტო Telegram-ზე გამოაქვეყნა   „რუსები ხშირად აშორებენ სერიულ ნომრებს უცხოურ კომპონენტებს,“ - აღნიშნა ერმაკმა და გამოაქვეყნა თვითმფრინავის შიდა კომპონენტების მეორე ფოტოც, რომელზეც სერიული ნომერი ამოღებულია.   ერმაკი ახალი სანქციების დაწესებისა და კონტროლის გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა.   „რუსეთი მრავალი წელია ყიდულობს უცხოურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, მაგრამ ახლა, როდესაც ისინი ხდებიან ადამიანების მკვლელობის, ტერორიზმისა და გენოციდის ინსტრუმენტები, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს“, - განაგრძო მან.

ერმაკმა და ჯეიკ სალივანმა სამხრეთ უკრაინაში პორტების დაცვის მიზნით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, სამხრეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტულ საჭიროებებზე, კერძოდ, სამხრეთში პორტის ინფრასტრუქტურის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე, უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შესრულების მიმართულებით, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. განიხილეს ვილნიუსის NATO-ს სამიტის შედეგები და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები.   რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა, რის შემდეგაც უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევები გააძლიერა.  

ერმაკი: უკრაინა გამარჯვებასთან ახლოსაა

უკრაინა მეორედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის ძალების მიერ ოკუპაციის პირობებში, თუმცა, უკრაინელები გაერთიანებულები არიან და გამარჯვება „ახლოსა,“ DW-ს ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი აცხადებს. DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერმაკმა ისაუბრა რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, უკრაინელი ხალხის განწყობასა და კიევის მხარდაჭერის დონეზე, რომელსაც უცხოეთი უზრუნველყოფს. „არ დაგვავიწყდეს, რომ ერთხელ მოგვცეს სამი დღე [რუსების შემოჭრის წინააღმდეგ], შემდეგ რამდენიმე თვე. ახლა კი წელიწად-ნახევარი გავიდა და ჩვენ არამხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, არამედ ვათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიასაც,“ - განაცხადა ერმაკმა. „მეჩვენება, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვართ. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ,“ - განაგრძობს ერმაკი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კიევი ვერ მოისვენებს, ვიდრე უკრაინის მიწის უკანასკნელი სანტიმეტრი რუსებისგან არ გათავისუფლდება. „არაფერი გვსურს იმაზე მეტად, ვიდრე გამარჯვება და მშვიდობის დაბრუნება ჩვენს მიწაზე.“  „ჩვენი პოზიცია ნათელია, ყველასთვის ცნობილია: ვიდრე რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მოლაპარაკების საკითხი არ განიხილება,“ - ამბობს ანდრი ერმაკი.  

კიევი: უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში ცვლილებები არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი იერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიმდინარე პროცესები არ უნდა განიხილებოდეს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში ცვლილებად. ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა რეგულარულად ხვდება ორივე პარტიის წარმომადგენლებს და განიხილავს აშშ-ის დახმარების საკითხს. მიუხედავად უახლეს ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტში დახმარების დებულებების გამოტოვებისა, მან გამოთქვა რწმენა, რომ ეს არ ასახავს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის უფრო დიდ ცვლილებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „დახურვამ“ შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული პროგრამების შეფერხება, ეს ძირეულად არ შეცვლის მთლიან სურათს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „უკრაინისადმი მხარდაჭერა ურყევია რჩება როგორც აშშ-ის ადმინისტრაციაში, ასევე, აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიასა და პალატაში და, რაც მთავარია, ამერიკელ ხალხში“. 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს  

ერმაკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის განხილვა და უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაა. „მე მექნება შეხვედრები თეთრ სახლში, კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,“ - წერს ერმაკი X-ზე. ერმაკის თქმით, დღის წესრიგშია - უკრაინის პრეზიდენტის მშვიდობის ფორმულა, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გაღრმავება და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თემა. 11 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი ერმაკმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის დროული მიწოდების აუცილებლობა განიხილეს.  

ერმაკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს მან ამის შესახებ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა. „მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ხიდი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენენ ყირიმის დემილიტარიზაციას. ჩვენ დავფარეთ მანძილის 70% და ჩვენი კონტრშეტევა გრძელდება," - აღნიშნა ერმაკმა.  

ერმაკი ვაშინგტონში: რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მომავალი წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება, გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. ერმაკმა შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ და უკრაინას დამატებითი იარაღის სისტემები, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიაწოდონ მანამ, სანამ რუსეთი ენერგოსისტემაზე თავდასხმებს დაიწყებს. „ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება,“ - აღნიშნა ერმაკმა ვაშინგტონში ვიზიტისას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.  

დავოსში, უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

დავოსში, დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ანდრი ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. „კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ. ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.  

ერმაკი: ვოლოდიმირ ზელენსკი ომის გაყინვას არასდროს დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა დავოსში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას. "ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდებიან და არ მიიღებენ კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო და უკრაინას სურს, აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას,“ - განაცხადა ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ყველა მონაწილეს უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს წესდების საკითხებზე საერთო ხედვა აქვს, მაგრამ ყველა პოზიცია არ არის „აბსოლუტურად ერთნაირი“.   „მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას რეალურად და ღიად, სურს მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას და მშვიდობის დამყარებას, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული გამოცდილება აქვს,“ - აღნიშნა ერმაკმა. დავოსში უკრაინის “მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტი: რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ესკალაციის და ომის განმეორების პრევენცია, ომის დასრულების დადასტურება.  

ერმაკი: თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვას გამოიწვევს, რასაც არასდროს დავთანხმდებით

„თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით,“ - უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადებაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში გააკეთა. ერმაკის შეფასებით, შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს. „ამას 2014 წლიდან ვხედავდით. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს. გამოსავალი იმაში კი არ მდებარეობს, რომ გავჩერდეთ, არამედ იმაში, რომ რეალისტები ვიყოთ, ძლიერები ვიყოთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ და არ გავჩერდეთ,“ - განაცხადა ერმაკმა. ერმაკმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება „უდავოდ, რთულია, მაგრამ ჩვენი ერის მოტივაცია, ჩვენი მებრძოლების მოტივაცია ძალიან მაღალია.“ „ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ასევე ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ვმუშაობთ. რუსებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსებში ჩვენზე უპირატესობის იმედი. ჩვენ ტექნოლოგიურ უპირატესობებზე გათვლა გვიწევს. ფრონტის ხაზი 2,000 კილომეტრზე მეტია და მისი უდიდესი ნაწილი ძალიან სასტიკი ბრძოლების არენაა. რეალისტები უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა.  

უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი უჟჰოროდში უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს პეტერ სიიარტოს შეხვდნენ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაიწყეს მოლაპარაკებები უჟჰოროდში უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით,“- ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის მომზადებას ისახავდა მიზნად. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ  

რა შედეგით დასრულდა უკრაინული და უნგრული მხარეების შეხვედრა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფა კიევსა და ბუდაპეშტს შორის ორმხრივ საკითხს არ წარმოადგენს და ის ბრიუსელში განიხილება. „ომი თითქმის ორი წელია, გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს. ბრიუსელში ბევრი დისკუსია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ევროკავშირი. საფუძვლიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებასა და ერმაკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. თავის მხრივ, ერმაკმა ხაზი გაუვსა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა. ერმაკმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარემ გამოთქვა იმის ინტერესი, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს. „მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრისკენ ძალიან ძლიერი ნაბიჯი გადავდგით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს და ჩვენს ურთიერთობებში ახალი გვერდი გაიხსნას,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა. უჟჰოროდში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის. „ჩვენ ერთ მარტივ რამეზე შევთანხმდით, უნგრულ მხარეს ვთხოვეთ, იმ კითხვების ამომწურავი სია გადმოეცა, რომელიც მას უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით აქვს, ჩვენ ეს სია მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით სპეციალური კომისია შედგება, რომელსაც ერთი ძალიან მარტივი ამოცანა აქვს: მან ათ დღეში ორივე ქვეყნის მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გაგება უნდა წარუდგინოს იმის შესახებ, თუ სიის მიხედვით რომელი საკითხებია გადასაწყვეტი ან რომელია მოგვარებული, რათა საბოლოო სიცხადე მივიღოთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. კულებამ აღნიშნა, რომ თუ ადრე ეროვნული უმცირესობების საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში განიხილებოდა, ახლა არის სურვილი, რომ მის შესახებ დისკუსია ორმხრივ დონეზე წარიმართოს, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. რუსეთის შესაძლო მიწვევა სამშვიდობო სამიტზე შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, მეორე სამშვიდობო სამიტზე, ასევე განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იფიქრონ რუსეთთან საუბრებზე. ერმაკის თქმით, ამ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთს მშვიდობის პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს. „ჩვენ მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ. მაგიდასთან გვყავს არამხოლოდ ჩვენი პარტნიორები NATO-ს ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, არამედ, გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც,"- აღნიშნა ერმაკმა. უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო  

ერმაკი: მზად ვართ, მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მზადააა, მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განიხილოს. „ჩვენ მზად ვართ ყველას მოვუსმინოთ. ჩვენთან ერთად მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები არამხოლოდ NATO-ს და ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც სხედან,“ - განაცხადა ანდრეი ერმაკმა. ერმაკმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან საუბარზე ფიქრი. „მსურს, გავიმეორო „მშვიდობის ფორმულის“ ლოგიკა: პირველი შეხვედრა, პირველი სამიტი ლიდერების დონეზე - ეს არის რუსეთის მონაწილეობის გარეშე. შემდეგ ათიდან ცხრა პუნქტის მიხედვით ცალკეული შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა იქნება, გეგმის შემუშავების მიზნით სხვადასხვა დონეზე კონფერენციები, ღონისძიებები და ლიდერების დონეზე გასამართ მეორე სამიტზე, როდესაც გეგმა მზად იქნება, ჩვენც მზად ვიქნებით, რომ რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ,“ - აღნიშნა ერმაკმა. როგორც ცნობილია, 15 იანვარს, ბერნში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, შვეიცარია გლობალური სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას დათანხმდა.